კატალონიის “ბარსელონას” 25 წლის კამერუნელი ალექსანდრ სონგი, მოუთმენლად ელის ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურის მატჩს “სპარტაკის” წინააღმდეგ.
“რა თქმა უნდა ყველა მატჩი ურთულესია, მოსკოვის “სპარტაკთან” მატჩიც არაფრით არ იქნება სხვებთან შედარებით განსხვავებული. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ რაც შეგვიძლია და ვეცდებით სამი ქულაც მოვიპოვოთ.
ჩვენ არ გვეშინია სიცივის. ახლა უბრალოდ საჭიროა, კონცენტრაცია მოვახდინოთ ფეხბურთზე.” – დაასრულა კამერუნელმა ფეხბურთელმა.
შეგახსენებთ, რომ “სპარტაკი” – “ბარსელონას” დაპირისპირება 20 ნოემბერს გაიმართება 21:00 საათზე.


