მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” – “სარაგოსა”. გამორჩეული მოთამაშეები

“ბარსელონა” – “სარაგოსა”. გამორჩეული მოთამაშეები

 

კარლეს პუიოლი

 

კაპიტანი კარლეს პუიოლი გუნდის შემადგენლობაში იდაყვის ტრავმის შემდეგ დაბრუნდა. მცველმა გამორჩეული მატჩი ჩაატარა მეწყვილესთან, ხერარდ პიკესთან ერთად. კაპიტანს “ნოუ კამპზე” მისულმა გულშემატკივარმა დიდი ოვაციები მოუწყო, როცა ის 75–ე წუთზე მარკ ბარტრამ შეცვალა.

 

ალექს სონგი

 

კამერუნელმა “სარაგოსასთან” კარგი შეხვედრა ჩაატარა და გოლის გატანაც მოახერხა. ის გუნდის მე–12 მოთამაშეა, რომელმაც გოლის გატანა შეძლო პრიმერაში. სონგი ხშირად პიკესა და პუიოლთან ადგენდა ცენტრალურ დაცვას, ხანაც ჩავის და ინიესტას უმაგრებდა ზურგს.

 

ლეო მესი

 

არგენტინელი ახლა გერდ მიულერს 7 გოლით ჩამორჩება. ორი გატანილი გოლის შემდეგ კალენდარულ 2012 წელს მას პრიმერაში 50 გოლი დაუგროვდა. დამატებით მან საგოლე პასიც გააკეთა. მესის მოქმედება შეტევაში ხშირად გატანილი გოლებით სრულდება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში