მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღეს “ბარსელონა ბ-მ” სეგუნდა დივიზიონის მატჩი “რეალ მრუსიას” წინააღმდეგ ჩაატარა.

 

მატჩი კატალონიელებმა აქტიურად დაიწყეს, თუმცა არც მეტოქე არ ჩამოუვარდებოდა. პირველი 20 წუთს უპირატესობა გარდამავალი იყო. 18 წუთზე კატალონიელებმა გოლიც გაიტანეს, თუმცა მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობად ჩათვალა და გოლი გაუქმდა. ყველაზე აქტიური პირველი წუთებიდან ლუის ალბერტო გამოირჩეოდა. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ მეტოქის საჯარიმოში კატალონიელებზე ხშირად ირღვეოდა თამაშის წესები, თუმცა მსაჯი ამას სათამაშო ეპიზოდად მიიჩნევდა. 

 

28 წუთზე “რეალ მრუსიამ” გათამაშებული კუთხურიდან გაიტანა გოლი. ამ გოლის ავტორი გუნდის 10 ნომერი  ხავიერ მატილია გახდა. მას ბურთი საჯარიმოს ხაზზე მიუვიდა და შეუჩერებლად დაარტყა მეკარისგან მარჯვენა კუთხეში. 43 წუთზე “ბარსელონა ბ-ს” ფეხბურთელს კამერუნელ დონგუს რეალური შანსი მიეცა გოლის გატანისა. ის მეკარესთან ერთი ერთზე გავიდა, თუმცა ამ უკანასკნელამ შესანიშნავი სეივი განახორციელა. პირველი ტაიმი სახიფათო მომენტების იშვიათობით დასრულდა. 

 

მეორე ტაიმი ასევე მონოტონურად დაიწყო. პირველი სახიფათო მომენტი კი კატალონიელთა კართა 3 წუთზე შეიქმნა, როდესაც “მრუსიას” ფეხბურთელმა ძალიან მიცრედით ააცილა. ამის შემდეგ “ბარსელონა” გმოაცოცხლა. ხავიერ ხიმენესი მოწოდების სიმაღლეზე იყო. ლუის ალბერტოს ორივე შეტევისას მან შესანიშნავი რეაქცია გამოავლინა და გუნდი გოლს გადაარჩია. 80 წუთამდე გადამწყვეტი უპირატესობა მაინც “მრუსიას” ჰქონდა. დაცვაში კარგად თამაშობდნენ და სახიფათოები იყვნენ კონტრშეტევაზე. 83 წუთზე კი “ბარსელონას” არგენტინელმა ახალწვეულმა არაუხომ დაარტყა და ბურთი ხარიხას მოხვდა. ამ მომენტის შემდეგ “ბარსელონა” გამოცოცხლდა. 89 წუთზე “მრუსიას” ფეხბურთელმს გარსიას შეეძლო მეორე გოლის გატან, თუმცა კატალონიელთა მეკარემ შესანიშნავად ითამაშა და ბურთი მოიგერია. მატჩის არბიტრმა 90 წუთს 4 წუთი დაამატა. 93-ე წუთზე მოედნიდან გააძევეს “ბარსელონას” სამწვრთნელო შტაბის ერთ-ერთი წევრი ზედმეტი აქტიურობისათვის და მსაჯისადმი პრეტენზიებისათვის. მატჩი ანგარიშით 1-0 დასრულდა “მრუსიას” სასარგებლოდ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში