რუსეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ფაბიო კაპელომ “ბარსელონას” ლიდერის, ლეო მესის “იუვენტუსში” არშემდგარ ტრანსფერზე ისაუბრა.
“მე მაშინვე მივხვდი: ეს 16 წლის ბიჭი დიდებული ფეხბურთელი გახდება. კატალონიელებს მაშინ ფრანკ რაიკაარდი წვრთნიდა – ჩათვალეთ, რომ ჩემი მოსწავლე, რადგან ის ჩემი შეგირდი იყო “მილანში” ასპარეზობისას. მე მესის გადასაბირებლად ხერხი ვიხმარე: “ფრანკ – ვეუბნები მას ისე, თითქოს დიდად არ მაინტერესებდეს – მისმინე, არ შეგიძლია “იუვენტუსს” აი ის ბიჭი ათხოვო? ჩავთვალოთ, რომ 1 წლით. რაში გჭირდებათ ის – ის ხომ არგენტინელია, თქვენთან თამაშს ვერ შეძლებს შეზღუდვების გამო”.
“რაიკაარდი კი საკუთარი თავის მტერი არ იყო. თავი გააქნია და მიპასუხა: “ჩვენ რაღაცას მოვიფიქრებთ. შესაძლოა მას პასპორტი გავუკეთოთ…”. მალე კი მესიმ ესპანური პასპორტი მიიღო და “ბარსელონას” რიგებში გამოსვლა უპრობლემოდ შეძლო” – განაცხადა ფაბიო კაპელომ.

