მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბუსკეტსი “სარაგოსასთან” შეხვედრას გამოტოვებს

ბუსკეტსი “სარაგოსასთან” შეხვედრას გამოტოვებს

 

მომავალ შაბათს, პრიმერას მე–12 ტურის შეხვედრაში, სადაც “ნოუ კამპზე” “ბარსელონა” “სარაგოსას” დაუპირისპირდება გუნდს სერხიო ბუსკეტსი ვერ დაეხმარება. ესპანელმა ნახევარმცველმა მე–5 ყვითელი ბარათი მიიღო.

 

ჩემპიონთა ლიგაში 2 მატჩიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ, რომელეც მან “ბენფიკასთან” მატჩში მიღებული წითელი ბარათის გამო მიიღო ახლა ფეხბურთელი გუნდს პრიმერა დივიზიონის შეხვედრაშიც ვერ დაეხმარება. მე–12 ტურში “ბარსელონა” შინ “სარაგოსას” მასპინძლობს. შეხვედრის გამოტოვების მიზეზი დღევანდელ შეხვედრაში მიღებული ყვითელი ბარათია. ბუსკეტსს პრიმერას 11 შეხვედრაში 5 ყვითელი ბარათი დაუგროვდა. დღეს მსაჯისგან გაფრთხილება მან საჯარიმოში ხელით თამაშის გამო მიიღო, რასაც “ბარსელონას” კარში პენალტის დანიშვნა მოყვა.

 

პირველი ყვითელი ბარათი მან “ოსასუნასთან”, მე–2 ტურის შეხვედრაში მიიღო. შემდეგ მე–4 ტურში, “ხეტაფესთან”. მესამედ გაფრთხილება მან მე–6 ტურში, “სევილიასთან” მიიღო. “ნოუ კამპზე” ერთადერთი ყვითელი ბარათი სერხიომ მე–7 ტურში, მადრიდის “რეალთან” მატჩში მიიღო.

 

სერხიო ბუსკეტსის დისვალიფიკაცია იმის მანიშნებელია, რომ “სარაგოსასთან” შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინება ალექს სონგი.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში