მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რინო ფოსკი: “ბარსელონაში” თამაშით, კავანის შეუძლია “ოქროს ბურთიც” მოიგოს”

რინო ფოსკი: “ბარსელონაში” თამაშით, კავანის შეუძლია “ოქროს ბურთიც” მოიგოს”

იტალიური “ჯენოას” სპორტულმა დირექტორმა რინო ფოსკიმ, იტალიის სერია ა-ს მე-12 მატჩის წინ სადაც ერთმანეთს “ჯენოა” და “ნაპოლი” დაუპირისპირდებიან განაცხადა, რომ თუ კავანი “ბარსელონაში” ითამაშებს უფრო მეტ წარმატებებს მიაღწევს. 

 

“ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, თუ რა შეუძლია კავანის. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მან ოთხშაბათს თავისი ყველა ტყვია გამოიყენა.

 

მას აქვს ყველაფერი, რათა ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს. ის, რომ “ბარსელონაში” თამაშობდეს კიდევ უფრო მეტს გაიტანდა და “ოქროს ბურთსაც” მოიგებდა. 

 

მე მიყვარს ის, როგორც საკუთარი შვილი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ არ ღირს მას მივესალმო მომავალ მატჩში.” – ციტირებს ფოსკის სიტყვებს Football Italia. 

 

აქვე შეგახსენებთ, რომ კავანიმ ოთხშაბათს ევროპა ლიგაზე უკრაინულ “დნიპროსთან” პოკერი შეასრულა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში