“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა, სერ ალექს ფერგიუსონმა ბრიტანულ პრესასთან განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგების საუკეთესო შანსები ორ ესპანურ და ერთ გერმანულ კლუბს აქვთ.
“ჩემი აზრით ჩემპიონთა ლიგის მოგების საუკეთესო შანსები “ბარსელონას”, “რეალს” და “ბორუსიას” აქვთ. რატომ “ბარსელონა” და “რეალი” – გასაგებია, მათი გასვლა შეუძლებელია. ის ფაქტი, რომ “ბორუსია” გერმანიის ჩემპიონატში მე–5 პოზიციას იკავებს იმაზე მეტყველებს, რომ გუნდი მიზანდასახულად ემზადება ჩემპიონთა ლიგისთვის. ვიმედოვნებ, რომ ამ სამეულზე შეერთებას შევძლებთ. ამისთვის ძალიან მაღალი დონის ფეხბურთის ჩვენებაა საჭირო” – განაცხადა სერ ალექს ფერგიუსონმა.