“ბარსელონას” კაპიტანი, კარლეს პუიოლი პრიმერა დივიზიონის მე–11 ტურის შეხვედრისთვის, სადაც “ბარსელონა” სტუმრად “მალიორკას” დაუპირისპირდება აღდგენას ვერ მოასწრებს.
კლუბის ექიმების ცნობით კაპიტანი დაბრუნებას სანაკრებო მატჩების შემდეგ შეძლებს. სანაკრებო შეხვედრები 13 ნოემბერს გაიმართება. 10 დღის შემდეგ, 17 ნოემბერს გუნდი შინ, პრიმერას მე–12 ტურში შინ “სარაგოსას” უმასპინძლებს. ამ შეხვედრისთვის კარლეს პუიოლი სრულად მზად იქნება.
შეგახსენებთ, რომ კაპიტანმა მარცხენა ხელის იდაყვი 2 ოქტომბერს, “ბენფიკასთან” შეხვედრაში ამოიგდო. გუნდს გუშინ ერთი ტრავმირებული მოთამაშე, ხერარდ პიკე დაუბრუნდა. ა,გვარად ტიტო ვილანოვას ცენტრალური დაცვის პრობლემები ნელ–ნელა ეხსნება.

