როგორც იცით, დღეს სანდრო როსელი ოფიციალურად გახდება “ბარსელონას” პრეზიდენტი და მას მოუწევს ორი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მიღება.
შუადღეს სანდრო ოფისს დაიკავებს და დაიწყებს ფიქრს ორ ტრანსფერზე. ეს ორი ტრანსფერი უდიდეს გავლენას იქონიებს მის ექვსწლიან კარიერაზე: ფაბრეგასის მოსვლა და ტურეს წასვლა. პირველ რიგში, როსელი “ბარსელონას” მწვრთნელს, პეპ გვარდიოლას შეხვდება, რათა გაარკვიოს და გაიზიაროს მისი შეხედულებები.
უკვე ყველასთვის ნათელია, რომ “ბარსას” სამწვრთნელო შტაბში “არსენალის” კაპიტნის ტრანსფერი პრიორიტეტულია. ყოველ შემთხვევაში, ეს ოპერაცია ძალიან ძნელი იქნება, რადგან ლონდონურ კლუბში უკვე განაცხადეს, რომ სესკის დაკარგვას 35 მილიონ ევროდ ვერ შეეგუებიან. ამასთან ერთად, “არსენალის” მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა კლუბს მოსთხოვა ნებისმიერი შემოთავაზება კატალონიური კლუბის მხრიდან უარით იქნას გასტუმრებული. ამიტომ ყველანი ფიქრობენ, რომ როსელი იძულებული იქნება ლონდონში ჩაფრინდეს და უშუალოდ მან აწარმოოს მოლაპარაკებები. მაგრამ ასანიშნავია ისიც, რომ სანდროს კარგი ურთიერთობა აქვს “არსენალის” ბოსებთან და, ნებისმიერ შემთხვევაში, პირველი ნაბიჯის გადადგმისას მას რაიმე უპირატესობა ექნება.
“ბარსას” ახალი პრეზიდენტის მეორე საფიქრალი იაია ტურე იქნება. გაირკვა, რომ აფრიკელმა ფეხბურთელმა უკვე მიაღწია შეთანხმებას “მანჩესტერ სიტისთან” და მზად არის ახალი სეზონი ინგლისურ კლუბში დაიწყოს. ინგლისელები მზად არიან 32 მილიონი ევროს გადახდაზე, მაგრამ ახალი პრეზიდენტის თანხმობის გარეშე კოტდივუარელი კატალონიური კლუბიდან ფეხის გადგმასაც კი ვერ შეძლებს. სატრანსფერო ფანჯარა 28 ივნისს იხურება და სანდრო იძულებული ინქნება მოლაპარაკებები აწარმოოს “სიტისთან”.
ტურეს აგენტმა, დიმიტრი სელიუკმა განაცხადა, რომ ძალიან სურს ახალ პრეზიდენტთან შეხვედრა, რათა მისი გეგმები და განზრახვები გაიგოს.
ეჭვი არავის ეპარება, რომ “ბლაუგრანას” ახალი ლიდერი ამ ორ შემთხვევას გაუმკლავდება, მაგრამ არის კიდევ სხვა ფეხბურთელები, რომლებიც უფრო მეტ ყურადღებას იმსახურებენ. როსელს მოუწევს კიდევ რამდენიმე გადამწყვეტი ცვლილების განხორციელება, რომლებიც კლუბის შემადგენლობას სიკეთში წაადგება.
ერთ-ერთი პირველი იქნება ტიერი ანრის წასვლის საკითხი. ტიტი ახლოს არის ამერიკაში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბარგებასთან, მაგრამ კლუბი შეეცდება ფრანგი უფასოდ არ გაუშვას. ასეთივე სიტუაციაა რაფა მარკესის შემთხვევაშიც. როსელი აპირებს ამ ფეხბურთელებთან დალაპარაკებას და მათი მიზნების გარკვევას. სანდრო ასევე დაინტერესებულია ზლატან იბრაგიმოვიჩის შემთხვევით, რომლის მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია.
სესკ ფაბრეგასი არ არის ერთადერთ ფეხბურთელი, რომელიც პრიორიტეტულად ითვლება. კლუბი დაინტერესებულია მარჯვენა მცველისა და ჩამშლელი ნახევარმცველის შეძენით. ასევე “ბარსელონა” დააკვირდება იბრაგიმოვიჩს და შემდეგ გადაწყვეტს ღირს თუ არა ახალი თავდამსხმელის დამატება.
წყარო: www.sport.es



