კატალონიის “ბარსელონას” ექს-მწვრთნელის, ხოსეპ გვარდიოლას აგენტმა, ფრანსუა გალარდომ მწვრთნელის კატალონიური კლუბიდან წასვლის მიზეზებზე ისაუბრა.
“გვარდიოლამ როსელს ოთხი წინაპირობა, წაუყენა რისი შესრულების შემდეგ კი “ბარსელონასთან” კონტრაქტს გაახანგრძლივებდა. პირობა იმაში მდგომარეობდა, რომ პეპი შემდეგი ფეხბურთელების გაყიდვას მოითხოვდა: ალვეში, პიკე, სესკი და ვილია. ის ფიქრობდა, რომ ფეხბურთელები არასაკმარისად ერგებოდნენ კლუბს. დავიდთან განშორება კი მისი სპორტული მიზეზების გამო სურდა.
გუარდიოლა ძალიან უკმაყოფილო იყო სესკით, იმის გათვალისწინებით თუ რამდენს მიაღწია მისი გადმოსვლით. როსელს კარგად ესმოდა, რომ ეს ფეხბურთელები ხელშეუხებელნი იყვნენ, მათი გაყიდვა კი გულშემატკივრისთვის უბრალოდ გაუგებარი იქნებოდა.” – ციტირებს გალარდოს სიტყვებს გამოცემა AS.


