მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გლეიზერებმა გვარდიოლასთან შეხვედრა გამართეს

გლეიზერებმა გვარდიოლასთან შეხვედრა გამართეს

 

”მანჩესტერ იუნაიტედის” დირექტორმა, დევიდ გილმა და გლეიზერების ოჯახის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა შეხვედრა გამართეს კატალონიური ”ბარსელონას” ყოფილ მწვრთნელთან, პეპ გვარდიოასთან, იტყობინება ”ESPN”.

 

შეხვედრა არაფორმალურ ვითარებაში ჩატარდა, სადაც მხარეებმა ესპანელი სპეციალისტის შესაძლო მომავალო განიხილეს. ”მანჩესტერ იუნაიტედის” ამჟამინდელ მთავარი მწვრთნელი, სერ ალექს ფერგიუსონი მიიჩნევს, რომ ამ თანამდებობაზე მისი ღირსეული შეცვლა პეპ გვარდიოლას შეუძლია.

 

ასევე აღსანიშნია ისიც, რომ პეპ გვარდიოლას მიმართ ინტერესს ”ჩელსი”, ”მილანი” და ”ბაიერნი” იჩენენ.

 

                                   [media=http://www.youtube.com/watch?v=-XObFaO6Hhs]

 

P.S. სადაც არ უნდა წავიდეს პეპი მას ყველა ჩვენგანი დიდ წარმატებას ვუსურვებთ. პირადად მე მისი გუნდის მიმართ დიდი სიმპატიით ვიქნები და ვიმედოვნებ, ერთ მშვენიერ დღეს ის ”ნოუ კამპის” სათადარიგო სკამზე დაბრუნდება… 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში