როგორც იცით ”დეპორტივოსთან” შეხვედრაში პარადას რომერომ ხავიერ მასკერანო მოედნიდან მეორე ყვითელი ბარათის მიღების გამო გააძევა. კლუბმა კი კომიტეტში მეორე ყვითელი ბარათის მოხსნაზე აპელაცია შეიტანა.
გუშინ კომიტეტის სხდომა შედგა, სადაც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ხავიერ მასკერანო ლა ლიგის 1 შეხვედრას გამოტოვებს. ამას გარდა ფეხბურთელს ფულადი სანქცია დაეწესა, მას 350 ევროს გადახდა მოუწევს, ხოლო კლუბს 600 ევროსი.
”ბარსელონა”, რომელსაც ბევრი მცველი ჰყავს ტრავმირებული ბოლომდე შეეცდება მასკერანოს ”რაიოსთან” შეხვედრაში თამაშს. კლუბმა უკვე სარჩელი კომიტეტის გადაწყვეტილებაზე შეიტანა, მათ 1 მატჩიანი დისკვალიფიკაციის მოხსნა სურთ.



