workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჟოან ლაპორტას გამოსამშვიდობებელი მიმართვა

ჟოან ლაპორტას გამოსამშვიდობებელი მიმართვა

ჟოან ლაპორტა ი ესტრუჩი “ბარსელონას” პრეზიდენტი 2003 წლიდან 2010 წლამდე იყო, მან კლუიბის წარმომადგენლების მიმართ სპეციალური გზავნილი გაახმოვანა. მე კი შევეცდები მისი ამაღელვებელი სიტყვები თქვენს გულებამდე მოვიტანო.
“ძვირფასო გულშემატკივრებო

“ბარსელონას” პრეზიდენტობის შვიდი წლის შემდეგ მე ვტოვებ გუნდს, 30 ივნისს. თქვენ მე ამ კლუბის სათავეში 2003 წელს მომიყვანეთ და კიდევ ერთხელ, 2006 წელს დამიჭირეთ მხარი. ჩემი გული ამ კლუბს ადრეული ბავშვობიდან ეკუთვნის. გასაოცარ სამყაროში, რასაც “ნოუ კამპი” ქვია პირველად მამამ და პაპამ მიმიყვანა. ისინი სახლში მასწავლიდნენ, რომ პატივი მეცა კატალონიისათვის. ამიტომაც მე “ბარსელონას” პრეზიდენტობის პირველივე წუთიდან ძირეულად გავაცნობიერე თუ რამხელა პასუხისმგებლობა დამეკისრა.

ეს ერთდროულად სერიოზული და უნიკალური მოვლენა იყო, არაჩვეულებრივი გამოცდილება მივიღე. თუ გინდ მხოლოდ იმიტომ, რომ “ბარსელონა” რთული ფენომენია. ჩვენ მხოლოდ საფეხბურთო კლუბი არ ვართ, ჩვენ მულტისპორტული გუნდი ვართ, ამასთან ჩვენ კატალონიის “ელჩები” ვართ, რომლის შესახებაც მთელმა მსოფლიომ იცის და პატივს სცემენ ჩვენს ღერბს და ტრადიციებს. ჩვენი ხელწერა არის ფეხბურთში ის, რომ გავუფრთხილდეთ ჩვენს ხელთ არსებულ რესურს და არ დავივიწყოთ ის, რომ ფეხბურთში მთავარი არის ვნება და ემოცია. სხვანაირად რა შეიძლება ვუწოდოთ იმას, რასაც “ბარსა” აკეთებს? იგი მილიონობით გულს ახარებს მთელს მსოფლიოში.
მე ახლა სიამაყის და კმაყოფილების გრძნობას განვიცდი იმის გამო, რაც მე კლუბისათვის გავაკეთე. ჩვენ ძალიან ბევრი და შედეგიანი სამუშაო გავაკეთეთ. შედეგი საკუთარ თავზე მეტყველებს.

მე თავიდანვე გადაწყვეტილი მქონდა, რომ ჩვენ ჩვენი ცხოვრების საუკეთესო წლები კლუბისთვის შეგვეწირა იმის გამო, რომ იმისათვის გვემკურნალა, გაგვეძლიერებინა და ფეხზე დაგვეყენებინა. მოკლედ, რომ ვთქვა გვსურდა “ბარსას” საფეხბურთო და მედიის თვალთაზრისით წინ წაგვეწია. ჩვენი იდეა ასეთი იყო: “გადაგვექცია “ბარსელონა” ულტრათანამედროვე და ინოვაციურ კლუბად. საჭირო იყო, რომ კლუბი უფრო პროფესიონალური გამხდარიყო. ჩემი მთავარი ამოცანა ასევე იყო ის, რომ “ბარსელონას” დაბრუნებოდა კატალონიურ რეალობაში უპირველესი ადგილი და დევიზისთვის “მეტი ვიდრე კლუბი” ახალი მნიშვნელობა მიგვეცა. ამჟამად “ბარსელონა” ფინანსურად სტაბილური კლუბია და მთელი მსოფლიო მოხიბლულია იმ სოციალური პასუხისმგებლობით, რომელიც ჩვენ ჩვენს თავზე ავიღეთ, გარდა ამისა კლუბმა თავისი სპორტული მიღწევებით მსოფლიო აღიარება მოიპოვა. სპორტის მიმართ სიყვარული, განსაკუთრებით ფეხბურთის მიმართ, ის სიმდიდრეა, რომელსაც ასე უხვად აფრქვევენ კატალონიაში, კლუბი კი ამას გატანილი გოლებით და “ნოუ კამპზე” დადგმული სპექტაკლებით ეხმაურება. ასეთი ურთიერთსიყვარული კი, მხოლოდ და მხოლოდ ერთი-ორად უმაღლებს კლუბს სახელს საერთაშორისო არენაზე. ჩვენ გამარჯვება შევისისხლხორცეთ, ვიგებდით თამაშებს ისე, რომ არ ვღალატობდით ჩვენს სტილს, ჩვენს ფილოსოფიას. ახლა კი, როცა საუბრობენ ფეხბურთზე მაგალითად “ბარსელონა” მოყავთ და მისი მეთოდი ეტალონი გახდა ფეხბურთში. იგივე ასოციაციაა უკვე, როდესაც საუბარია კალათბურთზე, ხელბურთზე და ხოკეიზე.

“ბარსელონა” უნდა იყოს მიღებული მხედველობაში, როგორც სოციალური გამოვლინება, ეს კლუბი სულიერია. ფეხბურთი ისეთი რამ არის, სადაც საჭიროა, რომ პასუხისმგებლობა თანაბრად იყოს გადანაწილებული, ის უნდა გამოხატავდეს საზოგადოების და თითოეული გულშემატკივარის ინტერესს. საფეხბურთო კლუბმა “ბარსელონამ” დაამარცხა ძალადობა საკუთარ მოედანზე. ჩვენ არ გვინდოდა, რომ ეს ხალხი ჩვენთან ერთად ყოფილიყვნენ და ისინიც წავიდნენ. მათ არასდროს არ უნდა მიეცეს შანსი, რომ უკან დაბრუნდნენ. არამხოლოდ ჩვენსაზე, საზოგადოდ ყველა მოედანზე.

მინდა ისევ სოციალურ გამოვლინებას დავუბრუნდე და ვთქვა, რომ “ბარსელონას” მთელს მსოფლიოში 170 ათასზე მეტი დარეგისტრირებული გულშემატკივარი ყავს, მსგავსი რაოდენობის დარეგისტრირებული კულე არც ერთ კლუბს არ დაესიზმრება. ჩვენ დასახულ მიზანს-გლობალიზაციას მივაღწიეთ, ამასთან მას შევუნარჩუნეთ მისი პირველყოფილური სახე. ამის ნათელი დადასტურება არის კონტრაქტი UNICEF-თან, UNESCO-სთან და ACNUR-თან. ჩვენ ისევ “მეტი ვართ ვიდრე უბრალოდ კლუბი”, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ მსოფლიოს ყველა ბავშვის გუნდი ვართ. “ბარსელონას” მიერ დაარსებული ორგანიზაცია “საფეხბურთო კლუბ ბარსელონას საქველმოქმედო ფონდი” გახდა ჩვენი ახალი სახე.

მოკლედ რო ვთქვათ ჩვენ ამ შვიდი წლის მანძილზე ისეთი “ბარსელონა” შევქმენით, რომელიც მთელი ისტორიის მანძილზე საუკეთესო იყო. მე უკვე მძალმიძს ვთქვა, რომ “ბარსა” ახლა უფრო კატალონიური, უფრო გლობალური, უფრო სოციალური და უფრო კონკურენტულუნარიანია.

შვიდი წლის შემდეგ, რაც მე პრეზიდენტი ვარ მადლობა უნდა გადაგიხადოთ ყველას ამ შვიდი წლის გამო. მადლობას ვუხდი ყველას ვინც დაგვეხმარა, მათთაც ვინც უბრალოდ ჩვენს ჭირს განიცდიდა და ჩვენი ესმოდა.
ეს განუმეორებელი მოგზაურობა იყო. ეს წარმოუდგენელი გამოცდილება იყო, რომელიც მე მუდამ მემახსოვრება და რომელიც სამუდამოდ დარჩება ჩემს გულში.

ეს პატივი იყო. მერწმუნეთ. ყველა პატივს შორის ყველაზე დიდი პატივი.

მადლობა თქვენ.”

ჟოან ლაპორტა ი ესტრუჩი

წყარო: www.fcbarcelona.cat

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში