კვირის დიდ მატჩამდე ლეო მესის ზედიზედ 3 შეხვედრაში არ ჰქონდა გოლი გატანილი, თუმცა მან ეს მოვალეობა მადრიდის ”რეალთან” დიდებულად შეასრულა და სეზონში ”რეალ სოსიედადთან”, ”ოსასუნასთან”, ”ხეტაფესთან” და მოსკოვის ”სპარტაკთან” შესრულებული დუბლების შემდეგ მეხუთედ მოეხერხა მატჩში 2 გოლის გატანა. ახლა არგენტინელის სეზონის 11 ოფიციალურ შეხვედრაში 12 გოლი აქვს გატანილი.
1 გოლით უკან დი სტეფანოზე
გუშინდელ შეხვედრაში ლეო მესის შესრულებული დუბლი ნიშნავს, რომ მას კლასიკოში უკვე 17 გოლი აქვს გატანილი, რა შედეგითაც 2 ბურთით გაუსწრო რაულს და ერთით ჩამორჩება ალფრედო დი სტეფანოს, რომელიც რეკორდსმენია. მადრიდელთა ლეგენდას ”ბარსას” კარში გატანილი 18 გოლიდან 14 ლა ლიგის შეხვედრაში აქვს გატანილი. ლეოს პრიმერას მატჩებში ”რეალის” კარი 10-ჯერ აქვს დალაშქრული.
150 გოლი ”ნოუ კამპზე”
”რეალის” კარში გატანილი ორი გოლის შემდეგ ”ნოუ კამპზე” მას პრიმერას მატჩებში ზუსტად 100 გოლი აქვს გატანილი, საერთო ჯამში კი ”ნოუ კამპზე” მას 150 ბურთი აქვს შეგდებული. გასვლით შეხვედრებში არგენტინელს 115 გოლი აქვს გატანილი. 2012 კალენდარულ წელს ლეო მესის ”ბარსას” და არგენტინის ნაკრებში გატანილი აქვს 65 გოლი და გაკეთებული აქვს 20 საგოლე გადაცემა.
მესის საყვარელი მეტოქეები
18 გოლი: მადრიდის ”ატლეტიკო”
17 გოლი: მადრიდის ”რეალი”
14 გოლი: ”სევილია”
12 გოლი: ”სარაგოსა”, ”რასინგი”, ”ოსასუნა”.



