“სევილიის” მთავარმა მწვრთნელმა, მიჩელ გონსალესმა საშინაო შეხვედრის შემდეგ, სადაც მისი გუნდი მე-6 ტურში “ბარსელონასთან” დამარცხდა უარი თქვა განეხილა მსაჯის, მატეუ ლაოსას მოქმედებები მატჩში, იტყობინება ესპანური პრესა.
ანდალუსიური გუნდი პირველ ტაიმს 2:0-ს იგებდა, თუმცა კატალონიელებმა კარგი თამაშით მოახერხეს 3 გოლის გატანა და გამარჯვებაც მოიპოვეს. რაც შეეხება მიჩელს, იგი არბიტრთან კამათის გამო გაძევებული იქნა
“მე არ მსურს მსაჯის ქმედებებზე ვისაუბრო, მე შემიძლია მხოლოდ ჩემი ფეხბურთელები შევაფასო. მათ აჩვენეს შესანიშნავი თამაში უძლიერეს მეტოქესთან. მსაჯს მხოლოდ ის ვუთხარი, რომ მეტოქის ფეხბურთელმა ხელით ითამაშა, მე ვფიქრობ, რომ არანაირი შეურაცყოფა არ მიმიყენებია არავისთვის. როცა ვიხსენებთ ამ მარცხს, სადაც ჩვენ ნამდვილად კარგად ვითამაშეთ ეს ჩვენ სიმწარეს შეგვმატებს. რაც შეეხება მედელის გაძევებას, ეს სამართლიანი იყო აქ ვერაფერს ვიტყვით” – განაცხადა მიჩელმა


