პარასკევს გუნდმა მეორე სავარჯიშო სესია ჩაატარა ”გრანადასთან”, ხვალ გასამართი შეხვედრის წინ. თამაში ”ნოუ კამპზე”, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება. დღევანდელ სესიაზე პირველი გუნდის 19 ფეხბურთელი იმყოფებოდა, მათ შორის ჟორდი ალბა, რომელმაც ექიმებისგან თამაშის უფლება მიიღო. სესიაზე ”ბარსა ბ”-ს 2 ფეხბურთელი, კრისტიან ტელიო და სერხი რობერტო იმყოფებოდა.
განცალკვებით ვარჯიშობდა პუიოლი
”გრანადასთან” შეხვედრაში ტიტო ვილანოვას ვერ დაეხმარებიან პუიოლი, პიკე, ინიესტა, კუენკა, მუნიესა და აბიდალი. კაპიტანი დღეს მოედანზე იმყოფებოდა, თუმცა ფიზიოთერაპევტთან ერთად ვარჯიშობდა. კარლეს პუიოლი იმედოვნებს, რომ მოედანზე დაბრუნებას რაც შეიძლება სწრაფად მოახერხებს.
გუნდი ”გრანადასთან” გასამართი შეხვედრის წინ ბოლო ვარჯიშს ხვალ, 12:30 საათზე, ”ნოუ კამპზე” გამართავს.
სურათები:



















