”ბარსელონას” ახალგაზრდა ცენტრალური მცველი მზადაა იმისთვის, რომ გუნდი დაცვის ცენტრი გაამაგროს.
მოსალოდნელია, რომ ესპანელი ფეხბურთელი ”ბარსელონას” და ”გრანადას” შორის გასამართ ხვალინდელ შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში იქნება. ეს მიმდინარე სეზონში პირველი ოფიციალური შეხვედრა იქნება ბარტრასთვის.
შეგახსენებთ, რომ მუხლის ტრავმის გამო დაახლოებით 4 კვირას გამოტოვებს კარლეს პუიოლი. მოსკოვის ”სპარტაკთან” დაშავდა ჟერარდ პიკე, რომელიც 2-3 კვირას იუქმებს. ტიტო ვილანოვამ ”სპარტაკთან” ცენტრალურ მცველად ალექს სონგი ათამაშა, თუმცა ის კარგად არ გამოიყურებოდა ამ პოზიციაზე.
მარკ ბარტრა ”ბარსელონას” აღზრდილია. ის მიმდინარე სეზონის დაწყების წინ გადაიყვანეს პირველი გუნდის რიგებში. ფეხბურთელი ”ბარსელონას” აკადემიაში 11 წლიდან თამაშობს.