“ბარსელონას” მცველმა ხერარდ პიკემ და მომღერალმა შაკირამ ოფიციალურად დაადასტურეს, რომ ბავშვს ელოდებიან და მალე მშობლები გახდებიან. შაკირამ კი თავის ოფიციალურ საიტზე დაწერა, რომ დაგეგმილ კონცერტს ვერ გამართავს ფეხმძიმობის გამო.
“ზოგიერთმა თქვენგანმა შესაძლოა უკვე იცოდა, რომ მე და ხერარდი პირველ ბავშვს ველოდებოდით. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ახლა მთელი ყურადღება ცხოვრების ამ უნიკალურ მომენტზე გადაგვეტანა და გადაგვედო ყველა დაგეგმილი ღონისძიება, რომლიც უახლოეს დღეებში იყო დაგეგმილი” – განაცხადა 35 წლის მომღერალმა.
აქვე შეგახენებთ, რომ პიკემ ტრავმა მიიღო “სპარტაკთან” (3:2) მატჩში და 2-3 კვირა დაისვენებს.


