მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
”ბარსელონა” – ”სპარტაკი”. ვილანოვა მატჩის შემდეგ

”ბარსელონა” – ”სპარტაკი”. ვილანოვა მატჩის შემდეგ

”უმჯობესი იქნებოდა, თუკი უფრო ადვილად მოვიგებდით და არ ვიწვალებდით. საერთოდ ვფიქრობ, რომ ასეთი მატჩები გუნდისთვის უკეთესია. ფეხბურთი ადვილი არ არის. აქ დამტკიცდა, რომ გუნდი გამარჯვებისთვისაა მონდომებულია” – განაცხადა ტიტომ. მწვრთნელმა ფეხბურთელების ამბიცია შეაქო: ”მათ აჩვენეს, რომ მართლა ძალიან მოსწონთ ფეხბურთის თამაში. იმ გუნდისთვის, რომელმაც ამდენი ტიტული მოიგო რთულია კვლავ მშიერი იყო გამარჯვებებით”.

 

”ჩვენ ვიცოდით შეხვედრის ფასი. მეტოქეს სწრაფი თავდამსხმელები ჰყავდა და ძალიან სახიფათოები იყვნენ კონტრშეტევებზე. როდესაც ვმარხდებოდით თამაშის სქემა შევცვალეთ და სივრცეები გაიხსნა. ამის გამო შეტევაში გუნდი უფრო მრავალფეროვანი გახდა”.

სონგი, როგორც ცენტრალური მცველი

მწვრთნელმა აღნიშნა, რომ მას ჟერარდ პიკეს ნაცვლად მარკ ბარტრა უნდა შეეშვა მოედანზე, თუმცა წინ დიდი დრო იყო თამაშის დასრულებამდე, ბარტრას კი მოედანზე სრული თამაშის ჩატარება ჯერ-ჯეორბით არ შეუძლია, რადგან ამ სეზონში მოედანზე არ გამოჩენილა. ”სონგი ძალიან კარგი ფეხბურთელია, რომელსაც სიღრმიდან კარგი გადაცემების გაკეთება შეუძლია. მარკ ბარტრას და ანდრეუ ფონტასს კი აუცილებლად მიეცემათ თავის გამოჩენის საშუალება”.

ტელიო, მესი და ალბა

როდესაც მწვრთნელს ტელიოზე შეეკითხნენ, რომელმაც გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა მან განაცხადა: ”მას კარგი სეზონი აქვს. გასულ სეზონში ის ასევე კარგად ირჯებოდა. ის პოულობს სივრცეს მოედნის ფლანგზე და ქმნის მომენტებს. კარგია ის, რომ გატანა მოახერხა, რადგან წინა შეხვედრებში მას არ უმართლებდა”.

არგენტინელზე ტიტომ განაცხადა: ”მესი კარგად თამაშობს. სეზონის განმავლობაში ტემპს მოვუმატებთ. დღეს მან 2 გოლის გატანა შეძლო. ეს ცუდი შედეგი არაა” – ღიმილით განაცხადა ვილანოვამ.

ჟორდი ალბაზე მწვრთნელმა განაცხადა, რომ ”მას გრიპი ჰქონდა. გასულ კვირას ვარჯიშს ვერ ახერხებდა. მას ფორმა სრულად აღდგენილი არ ჰქონდა, ამიტომაც გარისკვა არ მოვინდომეთ. შაბათის შეხვედრისთვის ის მზადი იქნება”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში