“ბარსელონას” ორი ფეხბურთელი, კარლეს პუიოლი და ტიაგო ალკანტარა სრულად გამოჯანმრთელდნენ და მზად არიან პრიმერა დივიზიონის მე-4 ტურში, “ხეტაფეს” წინააღმდეგ სათამაშოდ.
ორივე ფეხბურთელი ტრავმის შემდეგ გამოჯანმრთელდა და საჭირო ფორმა აკრიფა, იტყობინება Marca.
შეგახსენებთ, რომ ტიაგო ალკანტარამ ოფიციალურ მატჩში უკანასკნელად მონაწილეობა 26 მაისს მიიღო, ესპანეთის თასის ფინალში. კარლეს პუიოლმა კი ტრავმა პრიმერას მე-2 ტურში, “ოსასუნასთა” მატჩში (2:1) მიიღო.

