”ბარსელონას” ნახევარმცველის, ჩავი ერნანდესის დედა – მარია მარსე კრეუსი იხსენებს ”მილანში” მისი შვილის არშემდგარი ტრანსფერის დეტალებს.
”ჩავის შეძენა ”მილანს” მაშინ სურდა, როცა ის ”ბარსელონა ბ”-ში თამაშობდა. ადრიანო გალიანიმ კონკრეტული შეთავაზება გააკეთა, ჩავის 4 წლიანი კონტრაქტის გაფორმება შეეძლო. საბოლოოდ ჩვენ ”ბარსელონაში” დარჩენა გადავყწვიტეთ” – ჩავის დედის სიტყვებს ”Football Italia” ციტირებს.
შეგახსნებეთ, რომ მოლაპარაკებები ”მილანს” და ჩავის შორის 1999 წელს მიმდინარეობდა. დაუდასტურებელი ინფორმაციის თანახმად ”მილანის” ხელმძღვანელები ჩავის ოჯახისთვის სახლის შეძენას გეგმავდნენ, ბონუსის სახით ოჯახი 150 ათასს ევროს მიიღებდა.


