ლონდონის “არსენალის” მცველი, ბაკარი სანია გაოცებულია იმ ფაქტით, რომ კლუბის ხელმძღვანელობამ ალექს სონგი “ბარსელონაში” გაუშვა.
“ყველას გვესმოდა, რომ ვან პერსი გუნდს დატოვებდა და სხვა კლუბში გადავიდოდა, მაგრამ სონგის წასვლა პირადად ჩემთვის ნამდვილი მოულოდნელობა იყო. მე არ მესმის რატომ გაუშვეს ის. ეს “არსენალის” დიდი დანაკარგია.
როცა გუნდიდან წინა სეზონის ორი საუკეთესო ფეხბურთელი მიდის, მაშინვე უამრავი კითხვა იბადება მათ წასვლასთან დაკავშირებით, მე ძალიან კარგად მესმის რატომ ნერვიულობენ “არსენალის” ფანები” – განუცხადა სანიამ L’Equope-ს.



