მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
”ბარსელონა” – ”ვალენსია”. ტიტო ვილანოვა მატჩის შემდეგ

”ბარსელონა” – ”ვალენსია”. ტიტო ვილანოვა მატჩის შემდეგ

”ბარსელონას” მწვრთნელი კმაყოფილი ლა ლიგის სტარტით და დარწმუნებულია, რომ სეზონის განმავლობაში გუნდი კიდევ უფრო გაუმჯობესდება.

კვირას, ”ვალენსიასთან” გასამართ შეხვედრამდე, რომელსაც ტიტო ვილანოვა თვალს ტრიბუნებიდან ადევნებდა მწვრთნელი აცხადებდა, რომ შესაძლო 9 ქულიდან მის გუნდს 9 ქულა უნდა აეღო. გუნდმა მას საწადელი აუსრულა და ადრიანოს გოლის წყალობით პრიმერაში ”ბარსას” 100 პროცენტიანი შედეგი აქვს. მწვრთნელმა შეაქო ფეხბურთელები, რომლებმაც ურთულესი გამარჯვება მოიპოვეს ”ოსასუნასთან” და ”ვალენსიასთან”.

”ჩვენი ხარისხი გაუმჯობესდება”

ვილანოვამ აღნიშნა, რომ ”9 ქულიდან ყველას აღება ძალიან კარგია”, თუმცა ამბობს, რომ ფეხბურთელებს ფორმის პიკისთვის არ მიუღწევიათ. ”ჩვენ ხარისხი გასაუმჯობესებელი გვაქვს, თუმცა ეს დროის საკითხია”. მატჩზე მწვრთნელმა განაცხადა, რომ ”მნიშვნელოვანი იყო გოლის არ გაშვება. გუნდი აკონტროლებდა მატჩს. მეორე ტაიმში გავლენა ”სანტიაგო ბერნაბეუზე” ჩატარებულმა მატჩმა მოახდინა”.

სონგის შეფასება

ტიტო ვილანოვამ შეაქო ალექს სონგი, რომელიც პირველად გამოჩნდა ”ბარსას” ძირითად შემადგენლობაში. ”მან დიდი სამუშაო ჩაატარა. ის რამდენიმე დღეა ჩვენთან ერთად ვარჯიშობს, ყველაფერს სწრაფად ითვისებს. ის განათლებული ფეხბურთელია, ბურთთან კარგი ურთიერთობა აქვს და კარგად ხედავს თანაგუნდელებს. პირველი ტესტი ”ნოუ კამპზე” დიდებულად ჩააბარა”.

მწვრთნელმა სესკ ფაბრეგასის თამაშზეც ისაუბრა. ”საერთო ჯამში მან კარგი მატჩი ჩაატარა. მან ორი მომენტი ვერ გამოიყენა, რასაც საერთოდ იყენებს ხოლმე”. ტიტომ პედროზეც გააკეთა კომენტარი: ”სეზონის დასაწყისი მისთვის ძალიან კარგი გამოვიდა. ის არის ფეხბურთელი, რომელსაც სულ ეძლევა გატანის შანსი. ის ძალია ეხმერება გუნდს და დაცვაშიც ბევრს მუშაობს”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში