workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავი: ცუდად ვითამაშეთ

ჩავი: ცუდად ვითამაშეთ

ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველი ჩავი ერნანდესი ჩილეს ნაკრებთან გამარჯვების შემდეგ (2:1) უკმაყოფილო იყო საკუთარი გუნდის თამაშით. ამ გამარჯვებით ევროპის ჩემპიონებმა H ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს.
“ჩვენ ძლიერ მეტოქესთან დადებით შედეგს მივაღწიეთ და ჯგუფში პირველ ადგილზე გავედით, მაგრამ ჩვენი გოლები ინდივიდუალური ოსტატობის წყალობით იქნა გატანილი. გუნდურად ცუდად ვითამაშეთ. ჩვენს გუნდში კარგი თაობაა და ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობთ, რომ ჩვენი რეალური ძალა პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ ვაჩვენოთ”, – 30 წლის ნახევარმცველის სიტყვები მოჰყავს Yahoo Sports-ს.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალურ მატჩში ესპანელები სამშაბათს, კეიპტაუნში პორტუგალიელებს შეხვდებიან.

წყარო: Soccer.ru

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში