მადრიდის ”ატლეტიკოს” თავდამსხმელმა, რადამელ ფალკაომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ”ჩელსის” კარში შესრულებული ჰეთ-ტრიკი ერთგვარი შურუსძიება იყო ”ბარსელონას” გამო.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის გასულ გათამაშებაში ლონდონის ”ჩელსი” 1/2 ფინალში დაუპირისპირდა ”ბარსელონას”. 2 მატჩის ჯამში ფინალში ””ლურჯები”” გავიდნენ.
”მე შური ”ბარსელონას” გამო ვიძიე” – განუცხადა ფალკაომ ჟურნალისტებს ევროპის სუპართასის მატჩის დასრულებისთანავე.
მატჩის საუკეთესო ტიტული კოლუმბიელს პატრიკ კლუივერტმა გადასცა. ”ჩემთვის დიდი პატივია ამ ჯილდოს პატრიკ კლუივერტისგან მიღება” – დაასრულა ფალკაომ.



