“ბარსელონას” ნახევამრცველი იბრაჰიმ აფელაი 1 წლის მანძილზე ითამაშებს “შალკე 04”-ში არენდის სახით. იტყობინება გერმანული კლუბის ოფიციალური საიტი.
26 წლის ჰოლანდიელი უკვე ჩავიდა თავის ახალ კლუბში და გაიარა სამედიცინო შემოწმება.
“შალკეს” მწვრთნელმა ხუბ სტივენსმა აღნიშნა, რომ აფელაის თამაში მის გუნდში გააძლიერებს შეტევას. “მოუთმნლად ველი თუ როდის დაიწყებს აფელაი ჩვენს გუნდში თამაშს. მას ერთდროულად რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია გადაადგილება, რაც ჩვენს გუნდს კარგად წაადგება.” განაცხადა ხუბ სტივენსმა.


