24 წლის კამერუელი უკვე ბარსელონაში იმყოფება, სადაც დღეს სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც სანდრო როსელის ოფისში კონტრაქტს მოაწერს ხელს.
”ბარსელონას” ახალი ფეხბურთელი, ალექს სონგი პირველ საათებს ატარებს ”ბლაუგრანას” ფეხბურთელის რანგში. მას შემდეგ, რაც ”ნოუ კამპის” ოფისის წინ ფოტოსესია მოეწყო ფეხბურთელი ბარსელონას საავადმყოფოში და შემდეგ ”სიუტატ ესპორტივაზე” სამედიცინო შემოწმებას გაივლის. ამის შემდეგ კი ის ახალ კლუბთან ხელშეკრულებას გააფორმებს.






P.S. ესეც ჩემი 2200-ე სიახლე ბარსამანიაზე



