გუშინ “ბარსელონამ” საკუთარი სეზონი გახსნა დამაჯერებელი გამარჯვებით “სოსიედადის” წინააღმდეგ, განსაკუთრებული ამ მატჩში საკმაოდ ბევრი გახლდათ.
ვილიაზე სტატიის ბოლოში ვისუაბრებ თავდაპირველად კი მინდა იმ განსხვავებებზე ვისაუბრო რაც აშკარაა და ვფიქრობ გვარდიოლას სწორ გადაწყვეტილებაზე მიუთითებს.
მატჩის დასაწყისში პუიოლმა თავური დარტყმით ანგარიში გახსნა. ტარზანიც დაბრუნდა იმ საშინელი ტრავმებისგან ზაფხულში რომ აწუხებდა. მაგრამ “ბარსელონამ” ბურთზე კონტროლი დაკარგა და სამ წუთში საკუთარ კარში გოლი მიიღო. შეტევა ჯერ ცენტრიდან განხორციელდა და შემდეგ დანი ალვეშის ფლანგიდან დაგვირგვინდა, სწორედ აქ ჩანს 3-4-3 ტაქტიკის სისუსტე. ალვეშმა ვერ მოასწრო კონტრ-შეტევაზე დროულად ჩამოსვლა, ვფიქრობ ბრაზილიელის დაზღვევა პუიოლს ან მასკერანოს უნდა ეკისრა.
“ბარსელონა” მალევე წინ გავიდა, ეს კი იშვიათად ხდებოდა გვარდიოლას ერაში. გუნდი ფსიქოლოგიურად გაწონასწორებულია და ორიენტირებულია გოლზე. გვახსოვს “რეალ სოსიედადთან” ბოლო წელიწადში ერთხელ დასრულდა ფრედ, ერთხელ კი სულაც დავმარცხდით.
გამოგიტყდებით და ინტერესით ვკვდებოდი რა ფორმაში იყო მადრიდის “რეალი”. პრე სეზონის მატჩებით მსჯელობა რომ არ შეიძლება ამას უკვე დიდი ხანია მივხვდი, ეს მატჩები ფეხბურთელების ფიზიკური კონდიციების შესამოწმებლად ტარდება. აშკარაა სამეფო კლუბი ჯერ არ არის ისეთ ფორმაში როგორშიც იყო წინა სეზონის დასასრულს განსაკუთრებით აღსანიშავია კრისტიანო რონალდო, “მილანთან” მისი დუბლის შემდეგ მეგონა, რომ თავისივე სტილში გააგრძელებდა თამაშს, თითქოს შესვენება არც ყოფილა.
სასიამოვნოდ გამაკვირვა როგორც მესის ასევე სხვა ფეხბურთელების მზადყოფნამ. განსაკუთრებით ესპანელებისა, გამოვყოფდი ჩავის და ალბას. ორივე ხშირად ერთვებოდა შეტევაში და სწრაფად უბრუნდებოდა საკუთარ პოზიციას.
ნამდვილად არ მეგონა თუ მესი ამდენად გაბედავდა შეტევების წარმართვას, არც ადრე აკლდა გაბედულობა თუმცა მისი პირველი გოლის დროს ორ კაცზე წასვლას და წაქცეული დარტყმას ნამდვილად არ ველოდი.
კიდევ ერთი განსხვავება რაც ალბათ ბარსელონას ანტიფანებს დააწყნარებთ ისაა, რომ გუნდი უსაშველოდ არ აკონტროლებს ბურთს და არ ელოდება მატჩის დასასრულს, როდესაც ანგარიში 2-1-ია. ბურთის კონტროლი ძირითადად შეტევაში გამოიხატება ჩაწოდებებითა და ფლანგებზე შეტევით. ისე ეს უკაასკნელი არც ისე კარგად გამოგვდის, ამის ოსტატად ალექსის სანჩესი მიმაჩნია.
და ბოლოს ფეხბურთელი სახელად დავიდ ვილია. ამ ადამაიანის შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს. ჩემს თავზე გამომიცდია რამდენად მტკივნეულია ოპერაციის შემდეგ კიდურის ფუნქციის აღდგენა და მისი ფორმაში მოყვანა. მითუმეტეს სპორტსმენისთვის, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო კლუბში თამაშობს.
საბოლოოდ სეზონი კარგად დაიწყო, რამდენად გაყვება ეს ინერცია სეზონის ბოლომდე გუნდს რთული სათქმელია, ან ახალს რას მოუმზადებს ჟოზე მაურინიოს.. ფაქტია პირველი გამოცდა ჩაბარებულია!



