მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
საქართველო-ესპანეთი – დეტალები ბილეთებთან დაკავშირებით

საქართველო-ესპანეთი – დეტალები ბილეთებთან დაკავშირებით

როგორც იცით, მიმდინარე წლის 11 სექტემბერს, საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონს, ესპანეთს დაუპირისპირდება. “ფურია როხას” შემადგენლობაში “ბარსელონას” არაერთი ფეხბურთელი თამაშობს და ამიტომ, საჭიროდ ვთვლით, მოგაწოდოთ ინფორმაცია ბილეთების ფასებსა და მათი გაყიდვის თარიღებთან დაკავშირებით.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ესპანეთთან გასამართი მატჩისთვის ბილეთების მცირე რაოდენობის გაყიდვა დაიწყება 25 აგვისტოდან. სრული დატვირთვით ბილეთების გაყიდვა დაიწყება 3-5 სექტემბერს. ბილეთების შეძენა შეგეძლებათ “მიხეილ მესხის” სახელობის სტადიონის სალაროებში. ბილეთების ფასები იქნება – 5, 10, 15 და 20 ლარი. ყველაზე მცირე რაოდენობით იქნება 30 ლარიანი ბილეთები, რომლებიც განკუთვნილია “დინამო არენას” დასავლეთი ტრიბუნის მეორე იარუსის ცენტრალური სექტორისთვის.

ერთ ადამიანს შეეძლება მხოლოდ 6-10 ცალი ბილეთის შეძენა, პირადობის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტის მეშვეობით. სფფ-ის გადაწყვეტილებით, უსაფრთხოების ეს ზომები მიღებულია ე.წ. “გადამყიდველთა” სპეკულაციური საქმიანობის თავიდან აცილების მიზნით. არ იქნება დაშვებული “ჯგუფური” გაყიდვები.

თუ მატჩის გამართვის დღემდე ბილეთების სრული რაოდენობა გაყიდული არ იქნება, ამ შემთხვევაში, გაყიდვები დაიწყება “დინამო არენას” სალაროებშიც – მატჩების წინა დღეს და უშუალოდ, მატჩების დღეს, გარკვეულ საათებში.

აქვე გაცნობებთ, რომ არ იქნება სფფ-ის მოძრავი სალაროებიც და ბილეთების შეძენას მხოლოდ სტადიონის სალაროებში შეძლებთ.

 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური განცხადების სრულ ტექსტს შეგიძლიათ გაეცნოთ ფედერაციის ვებგვერდზე.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში