გუნდი ხვალ, ”რეალ სოსიედადთან” გასამართი შეხვედრისთვის მზადებას აგრძელებს. ტიტო ვილანოვას განკარგულებაში მწყობრში მყოფი ყველა ფეხბურთელი იყო. ტიაგო ალკანტარა კვლავ განცალკვებით, სპეციალური პროგრამით ვარჯიშს აგრძელებს.
წინა 2 სესიის მსგავსად კარლეს პუიოლი და ჯონათან დოს სანტოსი თანაგუნდელებთან ერთად იტვირთებოდნენ. დღევანდელი სესია ”სიუტატ ესპორტივას” ნომერ პირველ მოედანზე ჩატარდა, რომელსაც ”ბარსა ბ”-ს 2 ფეხბურთელი, კრისტიან ტელიო და სერხი რობერტო ესწრებოდნენ.
ტიტო ვილანოვას გუნდი ვარჯიშს ხვალ, 12 საათზე დაუბრუნდება. ეს უკანასკნელი ვარჯიში იქნება ”ნოუ კამპზე”, ”რეალ სოსიედადთან” გასამართი მატჩის წინ.















