მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

 სეზონი ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ ყველგან მიმდინარეობს კამათი ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებაზე, 2011/12 წლების სეზონის მიხედვით. მოგეხსენებათ უეფამ უკვე დაასახელა ის სამი კანდიდატი, რომლებიც იბრძოლებენ ამ პრესტიჟული ტიტულისათვის. დღეისათვის ყველანაირი საუბარი ამ თემაზე სრულდება არგენტინელისა და პორტუგალიელის შედარებით. რატომღაც ბევრს ავიწყდება თუ რამხელა საქმეს აკეთებს გუნდისათვის და ნაკრებისათვის ანდრეს ინიესტა.

 ვინც გულშემატკივრობს მესის, გააჩნია მის გამარჯვებაზე არგუმენტიც. ხშირად ეს ხდება მისი რეკორდების ჩამოთვლით, რომლებიც ლეომ დაამყარა წინა სეზონში. რონალდო? რონალდოს ხსენებისას ერთადერთი რაც მოგვდის აზრად ესპანეთის ჩემპიონობაა. დამისახელეთ სხვა მიზეზი, თუ რატომ ჯობია რონალდო მესის, გარდა ამ ზოგადი შედარებისა, როდესაც პირადი სიმპათიების მიხედვით პირველობა პორტუგალიელს ეკუთვნის.

 ინიესტა… რა შეუძლიათ თქვან მათ, ვინც გულშემატკივრობს ანდრესს? დავიწყოთ იქიდან, რომ ინიესტა ხავისთან ერთად არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურა გუნდისა, რომელმაც ბოლო 5 წლის მანძილზე ფანტასტიური შედეგი აჩვენა მსოფლიო ფეხბურთს და ამაში დიდი წვლილი სწორედ ამ ორ ესპანელს მიუძღვის. სწორედ ინიესტას შესანიშნავი ხედვის და პროფესიონალიზმის დახმარებით შეიქმნა უამრავი შედევრი, რითაც აძლევდა თავის თანაგუნდელებს ლამაზი თამაშის ჩვენების საშუალებას, პირველ რიგში მესის. ავღნიშნავ, რომ ინიესტა იყო დელ ბოსკეს გუნდის ნამდვილი ლიდერი და თამამად შემიძლია ვთქვა: ის რომ ესპანეთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონობა კვლავ შეინარჩუნა, უდიდესი წვლილი ამაში ინიესტას მიუძღვის. რომ აღარაფერი ვთქვათ, ინიესტა ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. მან თავისი თამაშით ყველანაირ ნეგატიურ აზრს და შეხედულებას გადაუსვა ხაზი. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ არ ღირს მხოლოდ მესი-რონალდოს დუელზე ფიქრი, დროა დავაფასოთ ანდრეს ინიესტაც!

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში