რადამელ ფალკაო თვლის, რომ მას თავისუფლად შეუძლია იმდენი გოლის გატანა, რამდენსაც მსოფლიოს ორი საუკეთესო ფეხბურთელი იტანს.
“ვცდილობ გავაუმჯობესო ჩემი მაჩვენებლები გასულ სეზონთან შედარებით.” განაცხადა მადრიდის “ატლეტიკოს” ფორვარდმა, რადამელ ფალკაო გარსიამ ლა ლიგის ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში.
“რონალდოსა და მესის საგოლე მიღწევები სავსებით შესაძლოა მეც დავამყარო, თუმცა ჩემი უმთავრესი მიზანი იქნება მიმდინარე სეზონში საუკეთესო თამაში ვაჩვენო და გავახარო “ატლეტიკოს” გულშემატკივრები”.
“მე მოუთმენლად ველი ახალი სეზონის დასაწყისს. ვთვლი, რომ შარშან მიღებული გამოცდილებით, უკვე შევეჩვიე ესპანურ ფეხბურთს და შემიძლია გავაუმჯობესო როგორც პირადი, ისე გუნდური შედეგები” – ციტირებს კოლუმბიელს ესპანეთის ჩემპიონატის ოფიციალური საიტი.

