მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვილანოვა: ”ჩვენ კარგი მატჩი ჩავატარეთ”

ვილანოვა: ”ჩვენ კარგი მატჩი ჩავატარეთ”

.
ტიტო ვილანოვამ ”მანჩესტერ იუნაიტედთან” დასრულებული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ”კარგი მატჩი გამოვიდა იმ ფეხბურთელებისთვის, რომლებიც ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობდნენ, რადგან გუნდთან ერთად თამაშის მეტი დრო მიეცათ”.

”ჩვენ გვსურს, რომ იმ მოთამაშეებს, რომლებიც ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნდნენ მეტი დრო მივცეთ მოედანზე, დღეს ასეც მოვიქეცით. ”მანჩესტერ იუნაიტედი” კარგი გუნდია და ისინი დიდი ხანია პრე-სეზონს ატარებენ. ჩვენი ტონუსი კარგი იყო. მართალია, რომ მათ გოლის გატანა შეეძლოთ, თუმცა მომენტები ჩვენაც გვქონდა” – განაცხადა ვილანოვამ. მწვრთნელმა დაამატა, რომ ლეო მესის პირველი ტაიმის შემდეგ გაყვანა მატჩის დაწყებამდე იყო გადაწყვეტილი: ”შაბათს ჩვენ კიდევ ერთი შეხვედრა გველის, ამიტომაც გადაწყდა, რომ ის დღეს 45 წუთს ითამაშებდა”.

ტიტომ პრე-სეზონის მე-4 შეხვედრის შემდეგ განაცხადს მიღმა დარჩენილ ორ მოთამაშეზე, ანდრეუ ფონტასზე და დავიდ ვილიაზე ისაუბრა: ”ფონტასი ბუქარესტში ითამაშებს. მატჩის წინ მასთან ვისაუბრე და მოსამზადებლად კიდევ 2 დღე მივეცი. რაც შეეხება დავიდ ვილიას, ყველაფერი მის გრძნობებზეა დამოკიდებული. ის ყოველ დღე თავს უკეთ გრძნობს, თუმცა დროში არ ვზღუდავთ. ვფიქრობ, რომ ის ბუქარესტში არ ითამაშებს”.

სონგის შესაძლო შეძენაზე ვილანოვამ პირდაპირ განაცხადა: ”მირჩევნია, რომ იმ ფეხბურთელებზე არ ვისაუბრო, რომლებიც ჩემს გუნდში არ არიან. ვფიქრობ, რომ ეს სხვა გუნდების უპავტიცემულობაა. ვინც არ უნდა მოვიდეს, ის კარგი მოთამაშე უნდა იყოს, ეს მნიშვნელოვანია”.

ბოლოს, როცა მას მოურინიოსთან მომხდარ ინციდენტზე ჰკითხეს ტიტომ განაცხადა: ”ვფიქრობ, რომ ჩემს პრეზენტაციაზე ამ საკითხზე სრულად ვისაუბრე, დასამატებელი არაფერი მაქვს”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში