მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვილანოვა: ”მე ვიცი ჩემი სამუშაოს სირთულეები”

ვილანოვა: ”მე ვიცი ჩემი სამუშაოს სირთულეები”

ტიტო ვილანოვამ იცის, თუ რასთან მოუწევს მას შეხვედრა. ისტორიაში საუკეთესო ”ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის უკვე ყოფილი თანაშემწე სამუშაოს გამოწვევა იღებს: მას მოუწევს გუნდის დონის შენარჩუნება უკვე მთავარი მწვრთნელის რანგში.

”გავაუმჯობესოთ ის, რასაც მივაღწიეთ ძალიან რთულია. მე მესმის სირთულეები, რადგან ვიცი, რას ელოდებიან გულშემატკივრები. ჩვენ შევეცდებით მათი მოლოდინების გამართლებას და გაწეული სამუშაოთი მათ მოხიბლვას შევეცდებით” – განაცხადა ტიტო ვილანოვამ მთავარი მწვრთნელის რანგში გამართულ პრეს-კონფერენციაზე – პირველზე მას შემდეგ, რაც ის წარადგინეს.

სჯერა მცირე შემადგენლობის

ისევე როგორც პეპ გვარდიოლას მასაც სეზონის განმავლობაში არც ისე დიდი შემადგენლობა სურს. ”ასეთი შემადგენლობა იმის საშუალებას გაძლევს, რომ ყველა ფორმაში იყოს და გრძნობდნენ, რომ გუნდში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ”, თუმცა ტიტომ შეგვახსენა: ”31 აგვისტომდე არის დრო, რათა გაიზარდოს ან შემცირდეს შემადგენლობა. ამჟამად მე ყველას ვენდობი. ცალკეულ შემთხვევბში მნიშვნელოვანი იქნება პრე-სეზონის დროს გამართული მატჩები და ფეხბურთელების პროგრესი”.

პრიორიტეტი – ცენტრალურ მცველი

ცენტრალური მცველის შეძენის შესაძლებლობაზე ვილანოვამ განაცხადა: ”ჩვენთვის კარგი იქნება ცენტრალური მცველის შეძენა, რომელსაც ასევე შეეძლება ჩამშლელი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაში. ასევე გეტყვით, რომ ჩვენ არ დავივიწყებთ კანტერას, რომელიც ყოველთვის შესაფერისად პასუხობდა ჩვენს მოთხოვნებს”. მწვრთნელა განაცხადა, რომ აბიდალის ავადმყოფობა ორ პოზიციას – მარცხენა და ცენტრალური მცველის პოზიციას აცარიელებს. კეიტას წასვლამ კი ნახევარდაცვა დაასუსტა.

ამ დროს ტიტოს ხავი მარტინესზე დაუსვეს შეკითხვა: ”ახლა ცალკეულ ფეხბურთელებზე საუბრის დრო არ არის. ხავი მარტინესი ერგება ამ პოზიციებს, მაგრამ ყველაფერი კლუბის შესაძლებლობებზე იქნება დამოკიდებული. ევროპაში 50-60 ფეხბურთელია ისეთი, რომელსაც ამ პოზიციებზე თამაში შეუძლია, ასევე გვყავს კანტერა” – განაცხადა ტიტომ.

ამას გარდა ვილნოვამ გამორიცხა თავდამსხმელის შეძენა: ”ჩვენ არ ვეძებთ თავდამსხმელს. ისინი საკმარისად გვყავს”. მწვრთნელმა ასევე აღნიშნა დავიდ ვილიას უდიდესი როლი, თუმცა კლუბი მას საბოლოო გამოჯანმრთელებამდე არ დააჩქარებს.

დადებითად აფასებს პრე-სეზონის მომზადებას

მწვრთნელი დადებითად აფასებს მიმდინარე ზაფხულის უჩვეულო პრე-სეზონს, როცა გუნდი ძირითადად ევროპაში გამართავს ამხანაგურ შეხვედრებს: ”ამ კლუბში მუშაობისას წინასწარ იცი, თუ როგორი იქნება ტემპერატურა და სავარჯიშო მოედნები. ასევე ნაკლებ დროს დავხარჯავთ გადაფრენებზე. კლუბმა ეს მიზანშეწონილად ჩათვალა”.

პრეს-კონფერენციის ბოლოს ტიტომ აღიარა, რომ ბოლო დღეებში ის რამდენიმე ფეხბურთელს ესაუბრა, განსაკუთრებით კი ახალ გამოჯამრთელებულებს, თუმცა მწვრთნელი გასაუბრებების დიდ სერიას მას შემდეგ გეგმავს, რაც გუნდს ყველა ფეხბურთელი დაუბრუნდება.

რაც შეეხება ტიტულებს, ვილანოვა რომელიმე მათგანს განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ანიჭებს. მისი თქმით ლა ლიგა სტაბილურობის მაგალითია, ჩემპიონთა ლიგის მოგება კი ყველა ევროპულ კლუბს სურს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში