კატალონიური Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონა” არგენტინელ ფეხბურთელთან, ხავიერ მასკერანოსთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას აპირებს.
სამხრეთ ამერიკელი უნივერსალის ამჟამინდელი კონტრაქტი მოქმედი 2014 წლამდეა. კატალონიელებს სურთ, რომ ხელშეკრულება 2016 წლამდე გააგრძელონ და თანახმა არიან, ფეხბურთელს ხელფასი მოუმატონ.
ხავიერ მასკერანო “ბარსელონაში” 2010 წელს გადავიდა. გასულ ორ სეზონში, მან კატალონიელთა მაისურით 97 თამაში ჩაატარა. თავდაპირველად, იგი ჩვეულ პოზიციაზე – საყრდენ ნახევარმცველად თამაშობდა, მაგრამ 2010-11 წლების სეზონის მიწურულს, გვარდიოლამ არგენტინელს ადგილი დაცვის ცენტრში მიუჩინა. ლა ლიგის 2011-12 წლების გათამაშებაში, მასკერანო სასტარტო შემადგენლობაში 30-ჯერ მოხვდა და აქედან 29-ჯერ მან ცენტრალური მცველის პოზიციაზე ითამაშა.



