”ბარსას” მცველმა დანი ალვეშმა ინტერვიუში მის თანაგუნდელ ლიონელ ანდრეს მესიზე ილაპარაკა. მან განაცხადა, რომ მისი თანაგუნდელი მსოფლიოში საუკეთესოა.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მესის ხშირად ადარებენ მადრიდის ”რეალის” ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელს რონალდოს. დანი ალვეში ინტერვიუში ლეოს და ნეიმარს ადარებს.
”რა თქმა უნდა, ნეიმარი – ფენომენალური ფეხბურთელია, მაგრამ ახლა ლეო მესი საუკეთესოა. სტატისტიკა ყველა კითხვაზე პასუხს იძლევა. ნეიმარს წინ ჯერ კიდევ ყველაფერი აქვს. ლეო მესი საუკეთესოა მსოფლიოში” – დაასრულა დანი ალვეშმა.


