მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარტრა და მუნიესა: ოცნებები სრულდება

ბარტრა და მუნიესა: ოცნებები სრულდება

მიმდინარე სეზონიდან მარკ ბარტრა და მარკ მუნიესა პირველი გუნდის წევრები არიან, ისევე როგორც მარტინ მონტოია და ჯონათან დოს სანტოსი.

შაბათს ფეხბურთელებმა ანდორაში საფეხბურთო სკოლა მოინახულეს, სადაც აღიარეს, რომ ბავშვობის ოცნება აიხდინეს. ”როცა პატარა ვიყავი ”ბარსელონაში” თამაშზე ვოცნებობდი, ახლა ეს რეალობად იქცა” – განაცხადა გახარებულმა ბარტრამ. მსგავსი სიტყვები წარმოთქვა მუნიესამაც: ”საფეხბურთო ისტორიაში ”ბარსა” ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია, ჩვენ კი ამ პროექტის ნაწილი ვიქნებით”.

სამაგალითო პუიოლი

მუნიესამ და ბარტრამ განაცხადეს, რომ მათთვის სამაგალითო კარლეს პუიოლია. ”იმ დროიდან, როცა ის პირველ გუნდში გამოჩნდა ჩემი კუმირია” – განაცხადა ბარტრამ. ”ის ყოველთვის ზრუნავს მათზე, ვინც პირველ გუნდში გადადის” – გვარწმუნებს მუნიესა. ახლა მათთვის კუმირი თანაგუნდელი გახდა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში