ჟორდი ალბამ ”ნოუ კამპის” მოედანზე 2012/13 სეზონის ახალი ფორმით შეაბიჯა, სადაც მას 10.000 გულშემატკივარი ოვაციით შეეგება.
დღეს შუადღით ჟორდი ალბა მშობლიურ კლუბს დაუბრუნდა. ”ნოუ კამპზე” ის 18 ნომრიანი მაისურით წარსდგა. სტადიონზე მისული გულშემატკივარი გუნდის ახალწვეულს მხურვალე აპლოდისმენტებით შეხვდა.
ჟორდი ალბა სახლში დაბრუნდა
ფოტოკამერების წინ პოზირების შემდეგ ალბას მიკროფონი მისცეს, რის შემდეგაც მან გულშემატკივრებს მიმართა: ”ეს განსაკუთრებული დღეა ჩემთვის, დიდი მადლობა იმისთვის, რომ მენდობით. მე მოხარული ვარ სახლში დაბრუნებით”.
[media=http://www.youtube.com/watch?v=_j2sD2YZb3I]
















