ტიტო ვილანოვამ სახალხოდ თხოვა კლუბის ხელმძღვანელებს, რომ ცენტრალური მცველი და მარცხენა მცველი შეეძინათ მისთვის. რაც შეეხება მარცხენა მცველის პოზიციას ჩვენ უკვე ვიცით, რომ “ბარსელონამ” 14 მილიონი დახარჯა მის გასაძლიერებლად, შეიძინა რა კლუბის კანტერანო, ჟორდი ალბა. რაც შეეხება მეორე პოზიციას აქ კითხვისნიშნები არის ეკონომიკური თვალთაზრისით. სანდრო როსელმა განაცხადა, რომ იგი შეეცდება ახალი მთავარი მწვრთვნელის გახარებას, მაგრამ “არა გიჟური თანხის სანაცვლოდ”. კლუბში ისეთი მდგომარეობაა ახლა შექმნილი, რომ ხელმძღვანელობას საყრდენ ნახევარმცველზეც უწევს ფიქრი. ყოველშემთხვევაში იმ მომენტამდე მაინც სანამ სეიდუ კეიტა მიიღებს გადაწყვეტილებას საკუთარი მომავლის შესახებ. მალელს მოსაფიქრებლად დრო მისცეს, თუმცა კლუბი არ აპირებს დიდხანს გაურკვევლობაში ყოფნას და გუნდის შემადგენლობის განსაზღვრა შეკრების დაწყებამდე სურს.
პუიოლის გამოჯანმრთელება სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს, რის გამოც ცენტრალური მცველის შეძენა ისე აქტუალური აღარ არის. პიკე და მასკერანო – დაცვის გარანტია თან იმის ფონზე, რომ კანტერიდან პირველ გუნდში გამალებული პროგრესით მოიწევს ბარტრა და მუნიესა. ასევე გუნდში არის ფონტასი, თუ კი მას არ გაანათხოვრებენ, რომელმაც უსერიოზულესი ტრავმა მოიშუშა. რაც შეეხება აბიდალს, კლუბი არ ცდილობს, რომ მასთან დაკავშირებით რაიმე გეგმები იქონიოს, ვინაიდან უპირველესი მხოლოდ ფრანგის კარგად ყოფნაა.
თუ კი გუნდს კეიტა დატოვებს, რომელსაც მიმზიდველი წინადადებები აქვს ჩინეთიდან, საემიროებიდა და რუსეთიდან, მოედნის ცენტრში სიხალვათე გაჩნდება. ჩავი, ინიესტა, სესკი და ტიაგო უფო შემტევი ტიპის ნახევარმცველები არიან. ამიტომ სერჟი ბუსკეტს მთელი წლის მანძილზე მარტოს მოუწევს მოწინააღმდეგე გუნდების შეტევების ჩაშლა. მასკერანოს შეუძლია მისი შეცვლა თუმცა გასულ სეზონში ეს უფრო და უფრო იშვიათად ხდებოდა იმის გამო, რომ მან დაცვის ცენტრში მოიკიდა ფეხი.
ისეთი ფეხბურთელი, როგორიცაა ხავი მარტინესი ან ვინმე სხვა, რომელსაც შეუძლია ორ პოზიციაზე თანაბრად თამაში ორივე საკითხს გადაწყვეტს. “ატლეტიკის” ნახევარმცველის შეძენა რთული საქმეა იმის გამო, რომ მას მაღალი ფასი ადევს (40მილიონი). როსელმა კი გარკვევით თქვა, რომ “ბარსელონა” წლიურად გამოყოფს ტრანსფერებისათვის 40 მილიონს. ჟორდი ალბას შეძენის შემდეგ კლუბს მხოლოდ 26 მილიონიღა დარჩა ტრანსფერებისათვის, თუკი კლუბი არ გაყიდის რომელიმე ფეხბურთელს. კლუბს ასევე შეუძლია დაშვებულზე მეტი თანხა დახარჯოს, ოღონდ ამ შემთხვევაში მომდევნო წლისათვის თანხა (40მილიონი) განახევრდება.