workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სანაძლეოზე შექმნილი ისტორია

სანაძლეოზე შექმნილი ისტორია

ყველაფერს თავისი სახელი აქვს. კალათბურთში, განსაკუთრებით ამერიკაში ამ სახელებს ძალიან ხშირად იყენებენ. 

 

ფეხბურთშიც ყველაფერს თავისი სახელი აქვს. მაგალითისთვის ფინტებს – ცისარტყლე და დარტყმა – ხმელი ფოთოლი. 

 

ევროპის ჩემპიონატზე ორი პენალტების სერია ვიხილეთ. ამ ლატარეაში მონაწილე ნაკრებები ფინალში გავიდნენ. იტალიაში პირლომ და ესპანეთში სერხიო რამოსმა ერთი განსაკუთრებული პენალტი დაარტყა სახელად პანენკა. 

 

სინამდვილეში პანენკა გვარია, ამ პანენკას კი სახელად ანტონინი ჰქვია. დიდი ფეხბურთი არასდროს უთამაშია, პრაღისა და ვენის სხვადასხვა გუნდებში ბურთაობდა, მაგრამ გამოიგონა დარტყმა, რომელიც დღემდე ფსიქოლოგიურ პრობლემას წარმოადგენს მოწინააღმდეგისათვის. 

 

“ასე პენალტს არავინ არტყამდა. მე გუნდის წამყვანი ნახევარმცველი ვიყავი და პენალტების დარტყმა სწორედ მე მიწევდა. გუნდის გოლკიპერი და მე გუნდის ვარჯიშის შემდეგ ვრჩებოდით და ვვარჯიშობდით. ვარჯიშები ძალიან მოსაწყენი იყო , ამიტომ სანაძლეოს ვდებდით ლუდზე ან შოკოლადზე. ის ძალიან კარგი გოლკიპერი იყო და ყველა ჩემს დარტყმას იგერიებდა , მე კი ნელ–ნელა ფული მითავდებოდა. მთელი ღამე გავათენე იმის ფიქრში თუ რა უნდა გამეკეთებინა. მას შემდეგ დავაკვირდი, რომ ის ელოდებოდა ბოლო წამს, როცა ბურთი წამოვიდოდა მისი კარისკენ, ის გადახტებოდა და მოიგერიებდა ბურთს. ვიფიქრე, რომ უნდა დამერტყა შუაში, მაგრამ განსხვავებულად, როცა მეკარე კუთხეში გადახტებოდა. ეს ვცადე მოედანზე და გამოვიდა, საბოლოოდ იმდენი შოკოლადი და ლუდი მივიღე, რომ გავსუქდი.” 

 

ამის შესახებ ირგვივ თითქმის არავინ იცოდა. ეს დარტყმა პირველად ანტონინიმ ნაკრებში სცადა. 

 

“პირველად ეს დარტყმა სანაკრებო ამხანაგურ მატჩებში ვცადე. მიუხედავად იმისა ვინ მოიგებდა, მაინც ინიშნებოდა პენალტების სერია. პირველად სწორედ იქ დავარტყი ასე. ევროპის ჩემპიონატი როცა დაიწყო გადავწყვიტე თუ შანსი მომეცემოდა აუცილებლად დავარტყამდი ასე. ჩვენი გუნდი ფინალში გავიდა.  სწორედ იქ დავარტყი “პანენკა”. “

 

ანტონინის ინტერვიუში მეტი აღარ დაუკონკრეტებია, მე კი გეტყვით, რომ ფინალში იმ დროისთვის დასავლეთ გერმანია და კიდევ ერთხელ იმ დროისთვის ჩეხოსლოვაკია დაუპირისპირდნენ. ეს 1976 წელს მოხდა. გერმანელებმა ანგარიში 2–2 ბოლო წუთებზე გახადეს და თამაში პენალტების სერიაში გადავიდა. ყველამ გამოიყენა თავისი შანსი ერთი გერმანელის სახელად ული ჰიონესის გარდა (ის ახლა “ბაიერნს” უდგას სათავეში). ანგარიში 4–3 გახლდათ და პანენკა ბურთთან მივიდა. ალბათ იმ წუთას პანენკა დარწმუნებული იყო, რომ ის გაიტანდა. გაიტანა კიდეც. ასეთი დარტყმა ჯერ არავის ენახა. გერმანელებიც კი გაკვირვებულები იყვნენ და პანენკა იმ ფინალის გმირი გახდა. 

 

მას შემდეგ პანენკას დარტყმა ზინედინ ზიდანმა, სებასტიან აბრეუმ, ანდრეა პირლომ, ჰელდერ პოსტიგამ გამოიყენეს ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე. 

 

ასევე არიან ისეთებიც, რომლებლაც ვერ შეასრულეს პანენკას დარტყმა: ნეიმარი, მიკელ ლანდრო, როჯერიო სენი და მარკო დევიჩი. 

 

მაგრამ.. 

 

                                     [media=http://www.youtube.com/watch?v=76M-rPqN16c]

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward