მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ემერი: ”ალბა მზადაა იმისთვის, რომ ”ბარსელონაში” ითამაშოს”

ემერი: ”ალბა მზადაა იმისთვის, რომ ”ბარსელონაში” ითამაშოს”

”ვალენსიას” ყოფილმა მწვრთნელმა, უნაი ემერიმ განაცხადა, რომ ესპანეთის ნაკრებიც მარცხენა მცველი, ჟორდი ალბა მზადაა იმისთვის, რომ ”ბარსელონაში” ითამაშოს.

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელი ევრიპის ჩემპიონატის მიმდინარეობის დროს ”ბარსელონაში” 14 მილიონ ევროდ გადავიდა. ევროპის ჩემპიონატზე მან ყველა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ხოლო ფინალურ მატჩში გოლის გატანაც მოახერხა.

”კატალონიელები ტყუილად არ დაზარალდნენ 14 მილიონით. ჟორდი ისეთი ძლიერი გუნდის ძირითადის მოთამაშე იყო, როგორიც ”ვალენსიაა”, ასევე არ განიხილებოდა ესპანეთის ნაკრებში მისი ძირითად შემადგენლობაში ყოფნა. ის მზადაა ამ გამოწვევისთვის. ”ბარსელონას” სტილი მას ძალიან მოუხდება, რადგან გუნდი თავს შეტავაში ყოფნით იცავს. ალბა კი ზუსტად ასეთი სტილის მოთამაშეა” – განაცხადა ბასკმა სპეციალისტმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში