მიმდინარე სეზონში ”ბარსელონას” სუფთა მოგებამ 40 მილიონი ევრო შეადგინა. კატალონიური კლუბისთვის ფინანსური მაჩვენებლებით 2011/12 წლის სეზონი ისტორიაში საუკეთესოა.
გამომუშავებული თანხა ვალის დასაფარად დაიხარჯება, რომელიც 40 მილიონის გადახდის შემდეგ 340 მილიონამდე შემცირდება. შეგახსენებთ, რომ მაშინ, როცა კლუბს სათავეში სანდრო როსელი ჩაუდგა ”ბარსელონას” ვალი 420 მილიონ ევროს შეადგენდა.
