ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ განაცხადა, რომ გერმანიის ნაკრების თავკაცი იოაჰიმ ლიოვი სრულ მზადყოფნაშია, რათა სათავეში ჩაუდგეს ესპანურ გრანდებს–კატალონიის “ბარსელონას” ან მადრიდის “რეალს”.
“შეძლებს თუ არა ლიოვი “ბარსელონაში” ან “რეალში” მუშაობას? რატომაც არა. იგი ბრწყინვალე სპეციალისტია და სადაც არ უნდა იყოს, ყველგან მოახერხებს წარმატებების მიღწევას. დარწმუნებული ვარ, იგი ნებისმიერ დროს მზადაა ესპანურ გრანდებში სამუშაოდ.” –ციტირებს დელ ბოსკეს სიტყვებს გერმანული გამოცემა Bild.
პ.ს. რატომ უნდა ჰკითხოს ჟურნალისტმა დელ ბოსკეს, შეძლებს თუ არა ლიოვი “ბარსელონაში” მუშაობას მითუმეტეს მაშინ, როცა გაქანებული ევროპის ჩემპიონატია? საოცრებაა, საოცრება…



