”ბარსელონას” ყოფილი მწვრთნელის აგენტმა უარყო ჭორები, რომელის თანახმადაც ხოსეპ გვარდიოლა მიუნხენის ”ბაიერნთან” აწარმოენდა მოლაპარაკებებს.
გერმანულ გაზეთ ”Kicker”-ში გამოქვეყნებულ ინტერვიუში პეპის აგენტმა, ხოსეპ მარია ორობიგტმა აღნიშნა, რომ პეპ გვარდიოლას არ უსაუბრია მიუნხენის ”ბაიერნთან” და არც სხვა რომელიმე კლუბის წარმომადგენელთან.
”ეს დროის ტყუილი კარგვაა, პეპმა არ იცის, თუ სად იქნება 2013 წლის შემოდგომაზე. ხუთი თუ ექვსი კლუბი დაინტერესდა მისით, თუმცა მას არავისთან საუბარი არ სურს, შეიძლება მარტში ან აპრილში ამ კუთხის რამე შეიცვალოს” – განაცხადა ორობიგტმა.

