ესპანეთის ნაკრებისა და “ლონდონის” არსენალის ნახევარმცველმა ცესკ ფაბრეგასმა განაცხადა, რომ იგი და მისი თანაგუნდელი ესპანეთის ნაკრებში ჩავი ერნანდესი, კარგად შეთამაშებულნი არიან, იტყობინება AS.: “”არსენალში” ბოლო დროს იმ პოზიციაზე ვთამაშობ, სადაც ჩავიმ ითამაშა ჰონდურასთან მატჩში. მე და ჩავის გვიყვარს ბურთის ფლობა, მისი დამუშავება და სხვა ფეხბურთელებისთვის განაწილება. იგი ითველბა წამყვან ფეხბურთელად, როგორც “ბარსელონაში”, ისე ესპანეთის ნაკრებში. იგი განაგებს გუნდის თამაშს. მე მინდა განვაცხადო, რომ მე და ჩავი ერთმანეთს კარგად ვეწყობით, რადგანაც ჩვენ ერთმანეთის მხარდამხარ გვითამაშია, როგორც ევროპის ჩემპიონატზე, ისე 2010 წლის მუნდიალის შესარჩევ ციკლში. მე არაერთხელ გამიტანია მისი პასით, ამიტომ ჩვენ შეგვიძლია ერთად კარგად თამაში,” დაასრულა ფაბრეგასმა. ცნობისთის ფაბრეგასი “ბარსას” აღზრდილია. მას ნათამაშები აქვს ესპანეთის ნაკრების ყველა ასაკის გუნდში. ახალგაზრდა ფეხბურთელი 2003 წელს გადავიდა “ბარსადან” “არსენალში”.
წყარო:barca.ru