”ბარსელონასა” და ესპანეთის ნაკრების მეკარემ, ვიქტორ ვალდესმა კომენტარი გააკეთა გუშინ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, რომლის მიხედვითაც ხოსეპ გვარდიოლა 2013 წლიდან შეიძლება მიუნხენი ”ბაიერნის” მწვრთნელად მოგვევლინოს.
”არ ვიცი, რამდენად სწორია ეს ინფორმაცია. მწვრთნელმა გვითხრა, რომ პაუზის აღებას აპირებდა. მე დარწმნუნებული ვარ, რომ გვარდიოლა ნებისმიერ კლუბს მოერგება და მოახვევს მას საკუთარ ფილოსოფიას. პეპს ნებისმიერ კლუბში წარმატებას ვუსურვებ, რომელზედაც ის არჩევანს შეაჩერებს” – განაცხადა ვიქტორ ვალდესმა.

