მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ესპანელები აგრძელებენ “გდანსკის” მინდორზე პრეტენზიების გამოთქმას

ესპანელები აგრძელებენ “გდანსკის” მინდორზე პრეტენზიების გამოთქმას

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია მზადაა ოფიციალურად მიმართოს უეფას “გდანსკის” სტადიონზე არსებული ცუდი მინდორის გამო. როგორც მოგეხსენებათ, 2008 წლის ევროპის და 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულმა სწორედ “გდანსკზე” ეთამაშა იტალიას (1:1) და ერთი შეხედვითვე ჩანდა, რომ მოედნის საფარი საშინელ მდგომარეობაში იყო.

 

იტალიისა და ესპანეთის მატჩის დასრულებისთანავე, “ფურია როხას” მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ და რამდენიმე ფეხბურთელმა მაშინვე გამოთქვეს პრეტენზია ცუდი მინდორის თაობაზე და თქვეს, რომ გამხმარი და გამომშრალი ბალახი იყო ერთ–ერთი მიზეზი იმისა, რომ გუნდმა ვერ ითამაშა კომბინაციური ფეხბურთი.

 

აქვე აღსანიშნავია, რომ უეფას წესებში წერია, რომ თუ გუნდს რაიმე პრეტენზია აქვს ამა თუ იმ ფაქტის თაობაზე, მათ შეხვედრის დასრულებიდან უახლოეს 12 საათში უნდა განაცხადონ ოფიციალურად ამის შესახებ. ასე და ამგვარად, როგორც ჩანს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია თუ ოფიციალურ წერილს გაგზავნის უეფაში, ეს ფუჭი დროის კარგვა იქნება და მეტი არაფერი.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში