”ბარსელონამ” ოფიციალური შეთავაზებით მიმართა ”აიაქსს” კრისტიან ერიკსენის ტრანსფერზე, გვამცნობს Sport1.nl.
კატალონიელები 20 წლის გამთამაშებელში 20 მილიონ ევროს იხდიან, ასევე მზად არიან ჰოლანდიურ კლუბს 1 წლიანი არენდით კრისტიან ტელიო დაუთმონ. ამსტერდამელები ერიკსენში 25 მილიონი ევროს მიღებას გეგმავენ, თუმცა ისინი ”ბარსელონას” წინადადების განხილვას დათანხმდნენ.
კრისტიან ერიკსენმა გასულ სეზონში ჰოლანდიის ჩემპიონატის 33 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 7 გოლი და გააკეთა 19 საგოლე გადაცემა.
[media=http://www.youtube.com/watch?v=b7q9Z8fx_Xs]


