მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბოიანი: “ტიტო კარგი არჩევანია”

ბოიანი: “ტიტო კარგი არჩევანია”

იტალიურ “რომაში” მოასპარეზე “ბარსელონას” აღზრდილი ახალგაზრდა ფეხბურთელი ბოიან კრკიჩი აცხადებს, რომ ხოსეპ გვარდიოლას ტიტო ვილანოვათი ჩანაცვლება კარგი გადაწყვეტილებაა. კრკიჩმა ასევე ესპანეთის ნაკრებზეც თქვა ორი სიტყვა და “მალაგას” მისდამი ინტერესსაც შეეხო.

 

“იტალიაში ყველა საუბრობს ესპანეთის ნაკრების სიძლიერეზე და აცხადებენ, რომ “ფურია როხას” დიდი შანსი აქვს ევროპის ჩემპიონატის ზედიზედ მეორედ მოგების. რაც შეეხება “მალაგას” ჩემდამი ინტერესს, ყოველთვის კარგია იმის გაგება, რომ ძლიერი გუნდები გაკვირდებიან; ეს იმას ნიშნავს, რომ გასული სეზონი ჩემთვის წარმატებული იყო. ახლა ზრდას განვაგრძობ და ვფიქრობ მომავალში ნაკრებში თამაშის საშუალებაც მომეცემა.”

 

“ძალიან გამეხარდა, როდესაც გავიგე, რომ გვარდიოლას წასვლის შემდეგ “ბარსაში” მთავარი მწვრთნელის პოსტს ტიტო ვილანოვა დაიკავებს. იგი კარგად იცნობს ფეხბურთელებს და იცის ვის რა შეუძლია. ტიტოს კარგად ესმის “ბლაუგრანას” თამაშის სტილი. მას ცოტა დრო სჭირდება და წარმატებას აუცილებლად მიაღწევს. რაც შეეხება პეპს, ის კულეებს ყოველთვის ემახსოვრებათ, როგორც ახალი ისტორიის შემქმნელი. გვარდიოლა ყველას უყვარს.” –განაცხადა ბოიანმა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში