ფრანგული “პსჟ”–ის თავდამსხმელმა ნენემ, განაცხადა, რომ მომავალი სეზონიდან მისი გუნდი ევროპაში ერთ–ერთი საუკეთესო იქნება და შეძლებს ისეთი გრანდების წინააღმდეგ თამაშს, როგორებიც კატალონიის “ბარსელონა”, მადრიდის “რეალი” და მიუნხენის “ბაიერნი არიან.
“ამ წელს გუნდი საგრძნობლად გაძლიერდა და რამდენიმე ბრწყინვალე ტრანსფერიც განვახორციელეთ. ვიმედოვნებ, ჩვენი სპორტული დირექტორი ლეონარდო ბოლომდე ასე ბრწყინვალედ გააგრძელებს მუშაობას. ვგონებ, კიდევ შემოგვიერთდებიან მაღალი დონის ვარსკვლავები.”
“ვფიქრობ, “პსჟ” მომავალ სეზონში ძალიან დიდი ძალა იქნება ევროპაში. მერწმუნეთ, ჩვენ შეგვეძლება “ბარსელონასთან”, “რეალთან” და “ბაიერნთან” თანაბარ დონეზე თამაში და მათთვის უდიდესი წინააღმდეგობის გაწევა.” –განაცხადა ნენემ პირდაპირ ეთერში, როდესაც იგი სტუმრობდა გადაცემა “Arena–ს”.



